უკრაინამ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა დაასახელა კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე 12 აგვისტოს განხორციელებულ შეტევის სამიზნედ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის „ბოლო ძირითად ფორპოსტზე“, ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დარტყმის „უნიკალური ოპერაცია“.
ზელენსკის ინფორმაციით, ოპერაციისთვის გამოყენებული იყო უკრაინული რეაქტიული დრონები, რაკეტები „ნეპტუნი“ და საზღვაო უეკიპაჟო კატერები, რომლებმაც სამიზნეებს ზუსტად დაარტყეს.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, დადასტურებულია პირდაპირი დარტყმა საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, ნავმისადგომებსა და საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურაზე.
რუსეთს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობები ეხება მხოლოდ დრონებით შეტევას და სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას.
radiotavisupleba ახალი ამბები