ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მიერ სამხედრო შესყიდვებსა და წარმოებაზე

5 hours ago 7

14 ივლისს უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „საგზაო რუკის შესახებ: უკრაინის მიერ Rafale-ს საბრძოლო თვითმფრინავისა და საჰაერო თავდაცვისა და ბალისტიკური ანტისარაკეტო დანადგარის (SAMPT-NG) შესყიდვაზე და AASM-ის, SCALP-ისა და ASTER 30-ის საბრძოლო მასალის ლიცენზირებულ წარმოებაზე უკრაინაში“ .

სამშაბათს ხელმოწერილი დეკლარაცია ეფუძნება ორი ლიდერის მიერ 2025 წლის ნოემბერში ხელმოწერილ განზრახულობის დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომლობას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღჭურვის გაუმჯობესებას, მისი მოიერიშე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების პროექტების გზით.

ზელენსკისა და მაკრონის მიერ 14 ივლისს ხელმოწერილი დეკლარაციის განხორციელება ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება „ევროკავშირის უკრაინის მხარდამჭერი სესხიდან“ (USL).

ერთობლივი დეკლარაცია შედგება ორი პუნქტისგან:

  1. მოიერიშე ავიაცია:

Rafale-ს უკრაინელი პოლოტების ყოლა 2026 წელსვე;

AASM-ის ბომბებისა და SCAlP-ის რაკეტების ლიცენზირებული წარმოების ავტორიზაცია უკრაინაში.

უკრაინა აცხადებს შეკვეთას საწყის ეტაპზე 16 ერთეული Rafale-ის ტიპის თვითმფრინავსა და მის აღჭურვილობაზე, 2025 წლის ნოემბერში დაგეგმილი ასი ერთეულიდან. შესაბამისი დაფინანსება მოთხოვნილი იქნება 2026 და 2027 წლების „უკრაინის მხარდამჭერი სესხიდან“ და დაფინანსების სხვა წყაროებიდან.

Rafale-ს ტიპის 4 თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა უკრაინელი პილოტებისა და მექანიკოსების წვრთნის დასრულებისთანავე, რაც საფრანგეთში დაიწყება 2026 წელსვე. ეს მყისიერი წვრთნა შესაძლებელს გახდის პირველი ტექნიკის უკრაინაში რაც შეიძლება მალე განთავსებას.

ჰაერი-ხმელეთისა და ჰაერი-ჰაერის შეიარაღება, AASM-ის ტიპის ბომბების, ლაზერული მართვის ანტიდრონული რაკეტების, MICA-ს და METEOR-ის ტიპის რაკეტების ჩათვლით, მიწოდება მოხდება თვითმფრინავის ოპერატიული განლაგების შესაბამისად. თითოეული Rafale-ს ტიპის თვითმფრინავი გაიგზავნება შეიარაღების ისეთი ტევადობით, რომელიც შეთანხმდა ორმხრივ ტექნიკურ ჯგუფებს შორის.

გარდა ამისა, 2026 წლის ბოლომდე საფრანგეთი ნებართვას გასცემს უკრაინაში AASM-ის ტიპის ბომბებისა და SCALP-ის ტიპის რაკეტების ლიცენზირებულ წარმოებაზე და მის მაქსიმალურად მალე დაწყებაზე.

2. ანტისაჰაერო და ბალისტიკური ანტისარაკეტო თავდაცვა: უკრაინა გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ფრანგულ-იტალიურ SAMPT-NG-ის სისტემებს ბრძოლაში გამოიყენებს. საფრანგეთი და იტალია გასცემენ ნებართვას უკრაინაში Aster 30-ის ტიპის რაკეტების ლიცენზირებულ წარმოებაზე.

უკრაინა აგრეთვე აპირებს შეუკვეთოს 4 ერთეული ფრანგულ-იტალიური SAMPT-NG-ის სისტემა. შესაბამისი დაფინანსება მოთხოვნილი იქნება „უკრაინის მხარდამჭერი სესხის“ 2-26 და 2027 წლების ტრანშების ფარგლებში. 2026 წლის შესყიდვები მოიცავს აგრეთვე 5 ერთეულ GM400-ის ტიპის რადარს, ერთ ცალ GF300-ის ტიპის რადარსა და ერთ ცალ Kronos-ის ტიპის რადარს.

ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, უკრაინაში არსებული ოპერატიული ვითარების გათვალისწინებით, საფრანგეთი და იტალია აპირებენ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შეკვეთილი ტექნიკის სწრაფად მიწოდებას უკრაინისთვის.

14 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში დაესწრნენ "ბასტილიის დღის" აღსანიშნავ სამხედრო აღლუმს. წლევანდელი ღონისძიების ცენტრალური თემა იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია - "ევროპის სტრატეგიული გამოღვიძება". პარიზში გამართულ აღლუმში მონაწილეობდა ორი უკრაინელი პილოტი, რომლებმაც ფრანგ კოლეგებთან ერთად Mirage 200B ტიპის მოიერიშეებზე იფრინეს. "მსურველთა კოალიციის" ქვეყნების სამხედროთა ერთობლივ მარშში კი მონაწილეობა მიიღო 20-მა უკრაინელმა სამხედრომ.

13 ივლისს პარიზში გაიმართა "მსურველთა კოალიციის" სამიტი, რომელზეც საერთო ანტიბალისტიკური პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

სრულად წაკითხვა