ზელენსკის თხოვნა და ტრამპის თანხმობა – “ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი შედგა”

13 hours ago 4

პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი შედგა” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

მათი თქმით, ზელენსკიმ ტრამპს დამატებითი Patriot სისტემები სთხოვა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

“პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა, განსაკუთრებით პატრიოტის სარაკეტო სისტემები. პრეზიდენტი ტრამპი მასთან თანამშრომლობას დათანხმდა, რათა მოძებნოს ხელმისაწვდომი სისტემები, განსაკუთრებით ევროპაში…” – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა