ზვიად კუპრავას „ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის“ 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2 hours ago 4
UNM Member Zviad Kuprava Sentenced to 2.5 Years in Prison. Photo: Zviad Kuprava/Facebook.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს, ზვიად კუპრავას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი „ხელისუფლების დამხობისკენ საჯაროდ მოწოდებაში“ და „საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობაში“ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი 29 ივნისს გამოიტანა, რომლითაც კუპრავას ხელისუფლების დამხობის ბრალდების ნაწილში პატიმრობა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის ბრალდების ნაწილში 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

საქმე კუპრავას მიერ 2025 წლის 30 სექტემბერს, 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოს უკავშირდება, სადაც კუპრავამ არჩევნების ჩაშლის გეგმა წარმოადგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) იგი მეორე დღეს დააკავა და განაცხადა, რომ დაკავების დროს მან პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა