“ზოგს ცოლის დაქალები და ზოგსაც ,,ნაშები” გაწერინებენ რაღაც სისულელეებს!

2 weeks ago 16

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ირონიული პოსტით ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებრივი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან გამოხატულ პროტესტს. კერძოდ, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიმართ პროტესტს, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობოები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ,,რუსული კანონს” ეძახის:

,,ბიჭო მართლა რა გაახურეთ საქმე, არ ვიცოდეთ მაინც, სად, ვინ და როგორ გაბულინგებთ! ზოგს ცოლის დაქალები და ზოგსაც ნაშები გაწერინებენ რაღაც სისულელეებს! ამდენი ხანია თვალებს ვხუჭავთ და გიტარებთ!

მხატვარმა ხატოს, სპორტსმენმა სპორტი აკეთოს და პოლიტიკოსმა პოლიტიკა!

ეგენი არიან ვინც დედას რომ გაგინებენ ნებისმიერ ჩავარდნაზე და წაგებაზე! სახეს გახევენ და ჩვენ გიცავთ!

მიხედეთ იმას, რაც მაგრად გამოგდით და რითიც უნდა გვასახელოთ! 5000-ს გულს უფხანთ და მინიმუმ 1 მილიონს გულს წყვეტთ. რა იცით რა და როგორაა?🤷🏻🤦🏻‍♂️😂 სასაცილოა უკვე😂😂😂”, – წერს დიტო სამხარაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა