“ზონდერების მომზადების ცენტრი თავდაცვის პატრონაჟით და ცალთვალა ვეტერანის ხელმძღვანელობით” – რას წერს გიორგი თავდგირიძე?

2 weeks ago 3

როგორც მონაწილეობის კანდიდატი მიყვება, თავდაცვის პატრონტაჟით და ვეტერანების ეგიდით, სადღაც მომზადების ცენტრი გახსნეს, რომელსაც ცალთვალა ვეტერანი ხელმძღვანელობს. პრობლემის არსი კი ის არის, რომ თავისი შინაარსით, ეს ცენტრი ზონდერების მომზადებით უნდა დაკავებულიყო და ეს ცალთვალა ვეტერანი პრორუსულ განწყობით გამოირჩეოდა.

ისმის კითხვა, როგორ შეიძლება ვეტერანი იყოს პრორუსი? წესით, ასპინძის ომის მონაწილეებზე ვეტერანის სტატუსი არ გაიცემა და მოყოლებული, რუსების გვერდით არ გვიომია, მოკავშირედ. ან თვითმარქვიაა ან მოსაკვლევია რას აკეთებდა ქართულ ქვედანაყოფში.

მეორე კითხვა, ვეტერანი და ზონდერი ან ვეტერანების საფარქვეშ ზონდერი, ვინ მოიფიქრა ეს გარეწრობა და იმ ვეტერანების პროტესტი სად არის ვინც ამ ამბის შესახებ ჩემზე მეტი იცით?

მესამე კითხვა, ვინ იყო შუამავალი თავდაცვასა და კერძო ფირმას შორის ასეთი ცენტრისთვის ადგილის ქირაობის საქმეში? იცოდა თუ არა რას აპირებდა თავდაცვა?

მეოთხე კითხვა, რა უნდათ აკადემიის ლექტორებს ასეთ ცენტრებში, რის ფასად ატარებენ იქ ლექციებს? თუ არ და გაემიჯნონ ზონდერების მომზადებას.

ისე რომ იცოდეთ, საბუთები და არქივები არ იწვის, ყველა ინფორმაცია დოკუმენტირებული და დაარქივებულია, ბანდიტურ დაჯგუფებების წვრთნა და აღჭურვა კანონის გარდა დიდ მორალურ პასუხიმსგებლობასაც მოიცავს. დროა ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანოთ და გაემიჯნოთ.

სრულად წაკითხვა