ზუგდიდის "ბაიას" სლოვაკური გუნდის გენერალური დირექტორი ეწვია

1 week ago 4

ზუგდიდის “ბაიას” საფეხბურთო აკადემიას სლოვაკური “რუჟემბეროკის” ყოფილი მწვრთნელი და ამჟამად საფეხბურთო კლუბ “დოლნი კუბინის” გენერალური დირექტორი, მილან ლუპტაკი ესტუმრა.

“ბაია” დასავლეთ ზონის, რეგიონალური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ლუპტაკმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩემპიონობა მიულოცა.

თავის მხრივ, აკადემიის პრეზიდენტთან, ნანა სიჭინავასთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმებაც შედგა.

კლუბები ერთმანეთს მიიწვევენ სხვადასხვა ტურნირებში და “ბაიას” მწვრთნელებს საშუალება ექნებათ სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის გუნდის სამწვრთნელო პროცესებს დაესწრნონ და კვალიფიკაცია აიმაღლონ.

სრულად წაკითხვა