ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში. როპგორც “ოდიშინიუსს” ზუგდიდის რესურსცენტრში განუცხადეს, ამ ეტაპზე სულ 4 სკოლის დაცლა მოხდა.
“სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდა ამ სკოლების გაყვანა, ზოგიერთი მათგანი ექვემდებარება რეაბილიტაციას, ხოლო ზოგი სკოლა ახალი უნდა აშენდეს. არც ერთი სკოლა არ დახურულა, ეს არის არასწორი ინფორმაცია, სხვა სკოლებში გადავიდნენ და იქ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ჯერ არ ვიცით, კიდევ დაემატება თუ არა ამ სკოლებს.”- გვითხრა ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ბულიამ. კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სკოლების შეკვეცა და შეერთება, მამუკა ბულიამ გვიპასუხა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, ჩვეულებრივად დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს შეკედლებული სკოლები შენობების რეაბილიტაციისა თუ ახლის აშენების შემდეგ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 51 სკოლაა. ამჯერად 4 სკოლა სხვა სკოლებში აგრძელებს სასწავლო პროცესს, ესენია: ჩხორია, შამგონა, კორცხელი და ჭკადუაში.
odishinews საერთაშორისო