ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დღეს ისევ გადაიდო ქვორუმის არარსებობის გამო, სხდომაზე ისევ არგამოცხადნენ ქართული ოცნების, და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, ამავდროულად ქართულმა ოცნებამ და ხალხის ძალის დეპუტატებმა დაარეგისტრირეს, ოპოზიციონერი, საკრებულოს თავმჯდომარის კომისიების, ასევე დეპუტატების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. , ფრაქცია ‘’ ახალის თავმჯდომარე მაია კალნდია თავის ყოფილ თანაგუნდელებს მმართველ პარტიასთან შეთანხმებით მოქმედებაში ადანაშულებს, რამაც შესაძლოა ოპოზიციური საკრებულოს არსებობა კითხვისნიშნის ქვეშ დააყენოს.

საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებმა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა რუსული კანონი გაპროტესტეს, მათ ეკავათ პლაკატები ‘’ არა რუსულ კანონს’’ ‘’კი ევროპას’’ ისინი ამბობენ,რომ ეს კანონი მთელი თავისი შინაარსით არის რუსული და ამ კანონის მიღებით საქართველოს ევროპულ მომავალს ექმნება საფრთხე 

საკრებულოს სხდომა დღეეს უკვე მეოთხედ გადაიდო