WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე  ადგილობრივებს შორის შელაპარაკება სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ჭრილობები მიაყენა.

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ,  დანით აქვს მიყენებული.

იგი კლინიკაშია გადაყვანილი.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავების მიერ  მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.