ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

1 hour ago 2

სპეცოპერაცია ზუგდიდში – შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს.
უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდ ოდენობით – 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა