ზუგდიდში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დააკავეს. აქცია სპონტანურად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თბილისში სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქცია დაარბია.

დაკავებულია ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხემძღვანელი, მარიამ სიჭინავა. დაკავების მიზეზად აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება სახელდება.   ადვოკატის ინფორმაციით, მაია კალანდიას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. ის სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სიჭინავა კი – ფოთში.