ზუგდიდში ქალმა ქალი დანით მოკლა – ბრალდებული დააკავეს

1 week ago 8

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 1991 წელს დაბადებულმა  ნ.ხ.-მ მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ნ.ხ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზარახ მკვლელობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღითაა მოკლული და მას სხეულზე 14-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, მკვლელობის მიზეზი კი ეჭვიანობაა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სრულად წაკითხვა