WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

13

რაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. წლების განმავლობაში ის მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და NATO-ში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში. ასევე, იკავებდა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

2012-2024 წლებში ის იყო საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში; 2024-2025 წლებში კი იყო  საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი.”. – წერია განცხადებაში.