“კოალიცია ცვლილებების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან მისი გამოსვლის დეტალებზე საუბრობს:
“რამდენიმე დღის წინ ვიკითხე, ზუსტად რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს, რომ მზად უნდა ვყოფილიყავი, დაახლოებით, თერთმეტის ნახევრისთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ დილას 8 საათზე გამომაგდეს გარეთ.
არაფერი აუხსნიათ, მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი, თუმცა ჩასალაგებელი არაფერი მქონდა, მაისურით ვიყავი… გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოატანინეს – ძალიან სქელი არისო და სტანდარტებში არ ჯდებოდა… ამიტომ, მაისურით გამომიშვეს დილის 8 საათზე“, – აღნიშნავს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

9 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·