ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა

1 hour ago 1

ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა – ამის შესახებ მთავარი ამბები კახეთიდან წერს. ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონისა და ოცნების ყოფილი დეპუტატის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გამოცემას ადვოკატმა დაუდასტურა. ადვოკატის თქმით, ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო მარტში დატოვა.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს საპროცესო შეთანხმება 2025 წლის ნოემბერში გაუფორმდა. მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და 5 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.ზვიადაური ამ ბრალდებით 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.

სრულად წაკითხვა