ზურაბიშვილი: ახალი არჩევნებისთვის საბჭო უნდა შეიქმნას

4 hours ago 2

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გარდამავალ პერიოდში, ახალი არჩევნების შესაძლო დანიშვნამდე, უნდა შეიქმნას საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაც სწორედ ეს იქნება.

„შეიქმნება საბჭო, რათა ეს პერიოდი ვმართოთ. ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი — ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ, ხვალ იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა მინიმალურ პირობას, რომ არჩევნები ძალიან მალე ჩატარდეს. შემდგომ, იქნება მუშაობა იმისთვის რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ და მოვამზადოთ არჩევნები. ალბათ, ახალი ძალები გამოჩნდებიან და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, — ამბობს იგი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი გუშინდელი მიმართვის ხელახალი ჩანაწერი — ამჟამად, ორბელიანების რეზიდენციიდან. ზურაბიშვილმა დიდწილად, გაიმეორა გუშინდელი განცხადებები, თუმცა რამდენიმე ახალი განცხადებაც გააკეთა.

აქციაზე მისულ ზურაბიშვილს სიტყვის ბოლომდე წარმოთქმის საშუალება არ მიეცა, ტექნიკური ხარვეზების გამო, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების მოწყობილი იყო. იქამდე, პოლიციამ ხელი შეუშალა აქციის მონაწილეებს გამოსვლისთვის საჭირო აპარატურის მიტანაში.

სრულად წაკითხვა