არტისტი Hamatsuki Instagram-ზე წერს, რომ სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ფრენისას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმგზავრა.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტი ეკონომ კლასით მგზავრობდა ხალხი კი მის მიმართ აღფრთოვანებას არ მალავდა და მადლობას უხდიდა.
“სალომე ზურაბიშვილი მოფრინავდა ჩემთან ერთად ჩვეულებრივ ეკონომ სავარძელზე სტამბულიდან ❤️ მთელი თვითმფრინავი ტაშს უკრავდა და მადლობას ეუბნებოდა.
თუნდაც ეს პატარა დეტალიც ძალიან ბევრს ამბობს. იმედია კარგი ნიუსებით ჩამოვიდა…“, – წერს Instagram-ზე არტისტი Hamatsuki.