ზურაბიშვილი პია კაუმას გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

1 day ago 2

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გადადებას გონივრულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

როგორც პრეზიდნტი სოციალურ ფლატფორმა X-ზე წერს, “ჩვენ გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს და ახალი არჩევნები“.

საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავებისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!, – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო. პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს, რომ დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება ვიზიტი გადადოს.

ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – დაწერ კაუმამ.

სრულად წაკითხვა