1
დღეს, 9 აპრილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატის პრეზიდენსა და წევრებს შეხვდა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილი პრაღაში, ჩეხეთის სენატის წინაშე სიტყვით გამოვიდა და ევროკავშირს “ქართული ოცნების” რეპრესიულ პოლიტიკაზე მეტი რეაგირებისკენ მოუწოდა.
განცხადებაში პრეზიდენტმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქართველი ხალხი “ოცნების” ერთპარტიულმა და ანტიდემოკრატიულმა მმართველობამ დააყენა.