1
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის აუდიენცია დასრულდა – შეხვედრიდან გამოსულმა “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რის გარშემოც დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას. მისივე თქმით, ზურაბიშვილი 31 მარტისთვის საპროტესტო აქციას ამზადებს.
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო სექტორს, საპროტესტო ნაწილს. ამას გარდა, ის ამზადებს 31 მარტისთვის აქციას. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირდება. მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა. მთავარი რაც არის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე და მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ”. – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.