ფედერალისტების ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
სამართლიანი სასამართლოს და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა, რომ ბიძინასთვის “დედისდღვნას” ნიშნავს, უფრო ნათელი გახდება, თუ ამ პროექტს ნახავთ.
თურმე საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებულ ცირკის არენაზე, ლაზარე გრიგორიადისზე ჩემი და ბოკერიას განცხადებებს კითხულობს გორდულაძე!!!
ფილმიც ანახოს! დიდებული მოდელირებული სასამართლო დრამაა რეალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით!
მალე გასამართლდება ყველა, ვინც გრიგორიადისის საქმეზე მტკიცებულებები გააყალბა!
ზურაბიშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობდა.
სულ რომ ავაზაკი იყოს გრიგორადისი, მტკიცებულებების გარეშე, გარეგნული ნიშნით დაპატიმრება არის ბოროტება. ზურაბიშვილმა აღასრულა სამართალი, როცა ივანიშვილის მონები უსამართლობას სჩადიოდნენ.
სამართალი და კანონის უზენაესობა ვისთვისაც “ქვეყნის მტრობაა”, ის ცხადია უნდა დასრულდეს და დასრულების წინა ფართხალს ვხედავთ.
საერთაშიროსო alia.ge