ზღუდერში მომხდარ მკველოლობაში ბრალდებულებს 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

3 months ago 23

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ძმები ელგუჯა და ემზარ მედოშვილები დამნაშავედ ცნო სასამართლომ ბრალდებულებს 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 1 სექტემბერს, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა”, – ნატქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა