თავდასხმის წინ, ისრაელი რაფადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ემზადება - "როიტერი"

7 months ago 15

ისრაელმა, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელთა ევაკუაციას რაფადან გეგმავს, ათობით ათასი კარავი შეიძინა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ინფორმაციას ამის შესახებ, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, უახლოეს კვირებში, ისრაელი რაფაზე, როგორც ღაზის სექტოში „ჰამასის“ „უკანასკნელ ბასტიონზე“, გამოცხადებული თავდასხმის განცორციელებას გეგმავს.

ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფის მოსახლეობას მილიონზე მეტი პალესტინელი დაემატა, რომლებიც, სექტორის სხვა ტერიტორიებიდან, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ისრაელის ომს გაექცნენ.

მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების შესახებ, შეერთებული შტატების რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის უწყებამ, პალესტინელებისთვის, 40 000 კარავი შეიძინა, თითოეული 10-12 ადამიანზეა გათვლილი. ამის შესახებ, საინფრომაციო სააგენტო „როიტერს“, ინფორმაციას ისრაელის მთავრობიდან წყარო აწვდის.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში, გაშლილი კარვების მწკრივები ჩანს, რომლებიც, რაფადან 5 კილომეტრში, ხან იუნისშია განთავსებული.

წყარო მთავრობიდან „როიტერს“ ეუბნება, რომ პრემიერ-მინისტრთან არსებული ომის კაბინეტი, მომდევნო ორ კვირაში შეიკრიბება, რათა მშვიდობიანი მოქალაქების ევაკუაციის ავტორიზაცია გასცეს.

„როიტერის“ ცნობით, არც ევაკუაციის გეგმაზე და არც მის სამზადისზე, კომენტარს არ აკეთებს ისრაელის თავდაცვის უწყება და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სრულად წაკითხვა