თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეული ხორვატიაში ნატოს საველე სწავლებას შეუერთდა

3 hours ago 4
Georgian Defense Forces’ Military Police Department participated in field exercises led by NATO’s Multinational Military Police Battalion in Croatia on November 4, 2025. Photo: The Minitry of Defence/Facebook.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა ხორვატიაში ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის საველე სწავლებაში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 4 ნოემბერს.

სწავლებაში, რომელიც ხორვატიის ქალაქ სლუნის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა,  მონაწილეობდნენ ბატალიონის წევრი ქვეყნები – პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო ჩართული.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა ქვედანაყოფმა სამხედრო პოლიციური ფუნქციების შესრულებაში სხვადასხვა დავალება შეასრულა. ქართველმა სამხედროებმა „ამოცანებს თავი წარმატებით გაართვეს და მომზადების მაღალი დონე გამოავლინეს“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა