“თავი დამანებეთ” – ქარელის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 

4 days ago 5

ქარელის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც დასახლებებს უამინდობის გამო, ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა. 

საბავშვო ბაღებში შექმნილი პრობლემის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელს საუბარი არ სურს.

თავი დამანებეთ, როცა მოგვარდება პრობლემა, მაშინ განახლდება სააღმზრდელო პროცესი“, – გვითხრა ნინო მეზვრიშვილმა, საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველმა. 

ადგილობრივები ჩივიან, რომ პრობლემის მოგვარება დროულად არ ხდება და პარასკევს მოსული უხვი ნალექის გამო, ამ დრომდე ელექტრო ენერგიის და რიგ შემთხვევებში, გათბობის გარეშე არიან. 

სრულად წაკითხვა