WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასა და მის შედეგად გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ პირველ სართულზე ლალი ყვიროდა მიშველეთო. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა გადახტითო და მერე ჩამოინგრა. ნინო – თაიას დედაც კონტაქტური იყო. ვიღაც ბიჭის ხმა ისმოდა, ჯაბასი, ალბათ ისიც კონტაქტური იყო…“, – ჰყვება მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

წყარო: პრაიმტაიმი