რა ქიმიური ნივთიერებით მოწამლა რეჟიმმა აქციის მშვიდობიანი მონაწილეები – დაშავებულები იდენტურ სიმპტომებს აღწერენ. მხუთავი გაზით მოწამლული მოქალაქეები შაბათის ეთერთან ინტერვიეუბში ყვებიან, რომ აქვთ ძლიერი ტკივილები, სისხლდენა ცხვირიდან და შეშუპება. ექიმების არაერთი მიმართვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამნისტრო არ ასაჯაროებს, რა შემადგენლობა ჰქონდა ქიმიურ იარაღს. ხალხის მასობრივ მოწამვლას არც ჯანდაცვის სამისნიტრი იმჩნევს.
ღამე გამეღვიძა, ვეღარ ვსუნთქავდი და სანამ ჩამიყვანეს, საერთოდ შეშუპებული მქონდა მთელი სასუნთქი ორგანოები. ტუჩი გამისივდა ზედა, მეორედ ქვედა და სასუნთქი გზები საერთოდ გადამეტეკა. ღამე სისხლდენა მქონდა ცხვირიდან. ყველა პროცედურა ჩავიტარე, ალერგოლოგთან ყველა სინჯი გავიკეთე და ვერაფერს ადგენენ, – ყვება ერთ-ერთი მომიტინგე.
ექიმები პაციენტებზე დაკვირვების შემდეგ პირდაპირ აცხადებენ, რომ საქმე ქიმიური იარაღის გამოყენების ტოლფას დანაშაულთან გვაქვს.
წყარო – ტვ პირველი