თავისუფლება პოლიტპატიმრებს! – ამ წუთებში გლდანის საპყრობილესთან სოლიდარობის აქცია იმართება. სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად ციხესთან დაკავებულთა დედები, ნათესავები სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. სისხლიანი ნოემბრის შემდეგ რეჟიმმა ოლიგარქის ტყვეობაში ათობით ადამიანი მოაქცია, მათ შორის მსახიობები, ექიმები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.
გლდანის ციხესთან ამ წუთებშიც სიმბოლურად აქვთ გაშლილი დაკავებულთა ფოტოსურათები. “საქართველოში საბჭოთა კავშირი არ უნდა დაბრუნდეს” – ამბობენ აქციის მონაწილეები.
უსაფუძვლოდ დაკავაბულების მოთხოვნა აქვს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს. მისი თქმით, ვიდრე რეჟიმს პატრიოტი ადამიანები ციხეში ჰყავს გამოკეტილი, ქვეყანას წინსვლა ვერ ექნება.
ჩვენ დღეისთვის ასობით პოლიტიკური პატიმარი გვყავს, ფაქტობრივად, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ, უკანონოდ არიან დაკავებულები, რუსული ტიპის შეთითხნილი ბრალდებებით და ეს ხალხი უნდა გათავისუფლდეს. სანამ ეს ადამიანები არიან ტუსაღები ამ რეჟიმის, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
“ძლიერი საქართველოს” კიდევ ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ უკანონოდ დამატომრებული ადამიანების გასათავისუფლებლად ბრძოლას არ შეწყვეტს.
სანამ გარეთ ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გარეთ გამოვიდნენ პოლიტიკური ტყვეები და პოლიტიკური მძევლები, რომლებიც ამ არალეგიტიმურ ~, მოღალატეობრივ ხელისუფლებას ჰყავს აყვანილი ხალხი და გამოკეტილი გლდანშიც, რუსთავშიც და სხვაგანაც. მათ უყვართ საქართველო და ამის გამო ისჯებიან, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.