„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - თბილისში რამდენიმე მსვლელობა იმართება

3 hours ago 1

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - ამ სლოგანით თბილისში რამდენიმე მსვლელობა იმართება. დღეს, 31 იანვარს უწყვეტი პროტესტის 65-ე დღეა.

ონლაინგამოცემების - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში აღმაშენებლის გამზირიდან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დაიწყო.

პარალელურად, მარშის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან მსვლელობით დაიძრნენ. მანამდე, პირველი არხის წინ აქციის დროს სიტყვით გამოვიდნენ პროევროპული აქციის დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები. ისინი დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ასევე, აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარება.

თბილისში კიდევ რამდენიმე მარში იმართება სხვადასხვა ადგილზე. ისინი, ტრადიციულად ერთ დიდ აქციად გაერთიანდება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.

"თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - აქცია თბილისში. 31 იანვარი, 2025 წელი

"თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - აქცია თბილისში. 31 იანვარი, 2025 წელი
სრულად წაკითხვა