32
ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
🔹მეგობრებო, ძალიან ბევრი მწერთ ვინმე ირაკლი ჯანყარაშვილის შესახებ. ეს არის ადამიანი, რომელიც თავს ირჩენს შემდეგნაირად: ფულის სანაცვლოდ იღებს შეკვეთებს, რომ ლანძღოს ადამიანები.
🔹ამ ადამიანს შეუძლია 200 ლარად ნებისმიერის შესახებ დაწეროს ათასგვარი სიბინძურე. ასე ირჩენს თავს. არ აქვს არც პროფესია,არც განათლება,არც სინდისი, არც ღირსება.
🔹ახლა დავალებული აქვს ჩემი გაშავება. პირად საუბრებში მიდასტურებს პატივისცემას, მაქებს და მადიდებს, იგივეს აკეთებს თავის მეგობრებთან, მაგრამ მაინც წერს ჩემზე საშინელ პოსტებს. აქვს დავალება, რადგან ამაში იღებს ფულს და არც მალავს ამას.
🔹ეს პიროვნება წლების განმავლობაში აპიარებს და ადიდებს ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს. დებს მის მაქებარ პოსტებს და გულშემატკივრობს მას.
შეგახსენებთ, რომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე არის ბრალდებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთის მუხლით და მას ემუქრება უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ საქმეში მე ვიცავ ლევან ჯანგველაძის ოჯახის ინტერესებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე ასევე არის სხვადასხვა უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული პირი და შეფარდებული აქვს პატიმრობა. ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთის საქმის განხილვა არსებით ეტაპზეა გადასული და სწორედ ამ ბოლო დროს გააქტიურდა ეს ყველაფრისმკადრებელი არარაობა, რომელიც ყოველდღე ათასგვარ სიბინძურეს წერს ჩემზე. მას აქვს დავალება რომ მოახდინოს ჩემი,როგორც ადვოკატის დისკრედიტაცია.
🔹 ადამიანის დამფინანსებლებს მინდა ვუთხრა: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძის მიმართაც დადგება შესაბამისი განაჩენი- უვადო თავისუფლების აღკვეთა.
🔹ასევე განაჩენი დადგება ყველა სხვა უმძიმესი დანაშაულებრივი ქმედებების გამო: ტრანსნაციონალური დანაშაული, ქოლ-ცენტრების საქმე, ფსიქოტროპული ნარკოტიკების საქმე, ფულის გათეთრების საქმე და ა.შ.
🔹შეგახსენებთ, რომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე არის რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი. ჩემი ინფორმაციით, ჯანყარაშვილს პოსტების წერაში თანხას უხდის ფარცხალაძის მეგობარი, თანამებრძოლი და ასევე რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი- მამუკა ფიფია.
🔹ეს არარაობა (ჯანყარაშვილი) აცხადებს რომ პოსტების წერას (ადამიანების გაშავებას) უკვეთავს ქართული ოცნება, ჩემს გაშავებას კი ჩემი მოწინააღმდეგე მხარე.
🔹სინამდვილეში ეს ყველაფერი მოდის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისგან! ჯანყარაშვილი თავს ასაღებს ოცნების აგიტატორად მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ მისი დამფინანსებელი- ოთარ ფარცხალაძე უამრავ დანაშაულში ამხილა და მალე უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.
🔹საზოგადოება ყველაფერს ხვდება და ამიტომაც მისივე პოსტებზე 99% მასვე ლანძღავს.
🔹ჩემთვის ბედნიერებაა, რომ ასეთი ბინძური ადამიანი მებრძვის.
🔹ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მირჩია, რომ მიმეცა მისთვის თანხა და ჩემს ქებას დაიწყებდა, თუმცა მე არ მჭირდება, რომ ასეთმა ბინძურმა ადამიანმა მაქოს.
ტარიელ კაკაბაძეს, ირაკლი ჯანყარაშვილი პასუხობს და წერს:
🔴 ცრუ ტაროს ტაროზე მკითხაობა და ძალადობრივი წარსული…. ტარიელ კაკაბაძე, სანამ სხვებს „ცრუებს“, „არარაობებს“ და „დავალებით მოქმედ ადამიანებს“ უწოდებ, საკუთარ წარსულსაც გადახედოს.
დღეს ვკითხულობ კაკაბაძის მორიგ ვრცელ პოსტს, სადაც ის მე მადანაშაულებს ფულის სანაცვლოდ მოქმედებაში, შავი PR-ის წარმოებაში, კონკრეტული ადამიანებისგან დავალებების მიღებაში და პრაქტიკულად ყველას, ვინც მის პოზიციას არ იზიარებს, საკუთარ მტრად აცხადებს.
მაგრამ ერთი პრობლემა აქვს ამ ყველაფერს:
ბრალდებები მტკიცებულება არ არის.
ადამიანის სახელისა და რეპუტაციის განადგურება მარტივია (ამაზე სამოქალაქო სარჩელოს მიიღებ ჩემგან) დაწერ რამდენიმე მძიმე სიტყვას, და მერე ცდილობ, საზოგადოებამ მტკიცებულების გარეშე დაიჯეროს.
სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა:
სად არის თქვენი მტკიცებულებები, ბატონო კაკაბაძე?
ვინ გადამიხადა?
რამდენი გადამიხადა?
სად არის გადარიცხვა?
სად არის შეთანხმება?
სად არის დადასტურებული მიმოწერა?
ან სხვა შესაფერის მტკიცებულება, დღეს აქეთ იკადრე და ჩამწერი ჩართე შერიგების სახვეწად ზარის დროს!
თუ ასეთი მტკიცებულებები არსებობს – გამოაქვეყნეთ.
თუ არ არსებობს, მაშინ თქვენი პოსტი სხვა არაფერია, თუ არა საჯარო სივრცეში ადამიანების დისკრედიტაცია.!
და სანამ სხვებს მორალს უკითხავთ, საზოგადოებას ერთი სხვა ამბავიც უნდა ახსოვდეს.
ხომ არ დაგავიწყდა ტარო ლიკა ტაბატაძე და მისი საჯარო საუბარი თქვენს მიმართ, ძალადობის, მუქარისა და შანტაჟის შესახებ… ეს კი ნამდვილად არ არის მოგონილი ამბავი, რომელიც ახლა ვინმემ გამოიგონა – ამ საკითხზე მედიაში გამოქვეყნებულია მისი ინტერვიუ და ამ ამბავს გაძლევ პირობას პირადად გამოვიკვლევ დღეიდან.
და კიდევ ერთი რამ.
თქვენი დღევანდელი პოსტის სტილი უკვე ძალიან ნაცნობია:
ბრალდება → ემოციური სიტყვები → მტრის ხატის შექმნა → კონკრეტული ადამიანების დაკავშირება ერთმანეთთან → და ბოლოს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა.
ეს შეიძლება კარგი სატელევიზიო სცენარი იყოს.
მაგრამ საზოგადოებრივი ნდობა სატელევიზიო პიარით არ იქმნება.
საზოგადოებას არ აინტერესებს ვინ რამდენჯერ გავიდა ეთერში.
საზოგადოებას აინტერესებს:
რა მოხდა რეალურად?
რა მტკიცებულება არსებობს?
რა დაადგინა გამოძიებამ?
რა დაადგინა სასამართლომ?
და სწორედ აქ არის მთავარი განსხვავება შექმნილ იმიჯსა და რეალურ პასუხისმგებლობას შორის.
დღეს შეგიძლიათ თავი წარმოაჩინოთ სიმართლის ერთადერთ დამცველად.
შეგიძლიათ სხვებს უწოდოთ მატყუარები.
შეგიძლიათ ყველას უკან „დამკვეთი“ და „ფული“ დაინახოთ.
მაგრამ ერთი რამეს ვერ შეძლებთ: 100% პროცენტიან ნდობას… რაც გეგონათ რომ გახმაურებულმა საქმემ – ლევან ჯანგველაძის ამბავმა “მოგიტანათ”, იმ ამბავმა რომელიც თავად ხელისფლებას უნდოდა დადგენილიყო სიმართლე და თქვენ მიიწებეთ იმ ზურგზე რომელსაც წარსული ძალადობა ამძიმებს და რომელიც მთელი ცხოვრება არ ჩამოგერეცხება.
ამიტომ, ტარიელ კაკაბაძე, სანამ კიდევ ერთ ადამიანს მიაკრავთ იარლიყს, ჯერ საკუთარ ბრალდებებზე დადეთ მტკიცებულებები, რომ არ ხართ მოძალადე და სხვისი დამკვეთების შემსრულებელი…
ბატონო ტარო…. თქვენ შეიძლება ახლა გქონდეთ კამერა, მიკროფონი და ოპოზიციური მედიების ეთერი. მაგრამ სიმართლეს არც კამერა განსაზღვრავს და არც ტელეეკრანი.
სიმართლეს მტკიცებულება განსაზღვრავს რომელიც თქვენს მხარეს არასოდეს ყოფილა..
პ.ს. – აქვე გავამხელ რომ რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა ტარო კაკაბაძს მიერ მოტყუებული და საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე ე.წ. გადაყრილი, ვისაც საქმეების დალაგებას და ციხეებიოდან გამოშვებას დაპირდა… ტარო მიგანიშნებ ერთი დაზარალებული ამერიკიდან მეკონტაქტა დღეს… ფაქტებს შევისწავლი და ყველაფერს ცხვირ წინ დაგილაგებ მტკიცებულებით… ასე რომ შენი ფეიკ აქაუნთებით დასპოილერიბეული აუდიტორეა შენს იქითა არსად გაგექცეს…
საერთაშიროსო alia.ge