როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალის” მცველმა დანი კარვახალმა სეზონის დასაწყისში ძლიერი ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მთლიან სეზონს გამოტოვებს.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ესპანელმა მედიასთან ისაუბრა:
“ყოველდღიურად უკეთ ვგრძნობ თავს, ტრავმის უმძიმესი ნაწილი გამოვიარე. ახლა ნელ-ნელა ვმკურნალობ”. - განაცხადა დანიმ.
აქვე გეტყვით, რომ მადრიდის “რეალმა” ტრავმის მიუხედავად ესპანელს კონტრაქტი, მანც გაუხანგრძლივა.