საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ის მოწვევა „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“

2 weeks ago 7
აშშ-საქართველოს დროშები, ფოტო: georgiaembassyusa.org

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა „დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“, რაც „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.

სამინისტრო ამ განცხადებით აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს გამოეხმაურა, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ლიდერბმა უარი თქვეს აშშ-ის ლიდერებთან შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად. ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-მა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიწვია.

„დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა