WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

16

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინული დრონებით რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა. ამის შესახებ 10 აგვისტოს თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურმა განაცხადა.

თათრეთის ხელისუფლებამ დილით განაცხადა, რომ რეგიონზე უკრაინულმა დრონებმა მასშტაბური თავდასხმა მიიტანეს. მათი ცნობით, თავდასხმის სამიზნე საწარმოო და სამოქალაქო ობიექტები იყო.

დაღუპულთა გამო თათრეთის ხელმძღვანელმა რუსტამ მინიხანოვმა გლოვა გამოაცხადა.

უკრაინული ტელეგრამ არხები Supenova+ და Exilenova+ ნიჟნეკამსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის შესახებ წერდნენ.

Astra-ს ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა საწარმო “ნიჟნეკამსკნეფტეხიმში” გაჩენილიყო. ამავე სამრეწველო ზონაში მდებარეობს “ტატნეფტის” ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი ТАИФ-НК.

თავდასხმისა და საწარმოო ობიექტებისთვის მიყენებული ზიანის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.(ტაბულა)