26
დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას აგრძელებს და მისი ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მის გზავნილებს:
ცოტა ხნის წინ დავტოვე გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება, სადაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი;
პირველ რიგში მსურს საზოგადოებას ვამცნო, რომ პატიმრობაში მყოფი თამაზ ელიზბარაშვილი თავს გრძნობს მხნედ, არის საბრძოლო განწყობაზე და მთხოვა საზოგადოებისთვის გადმომეცა გულწრფელი მადლობა იმ სოლიდარობისთვის, რომელიც მისი დაკავების მომენტიდან დღემდე გრძელდება; ბატონმა თამაზმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა თავისუფალი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებთ მასთან დაკავშირებული პროცესის ობიექტურად გაშუქებისთვის;
თამაზ ელიზბარაშვილმა მთხოვა კონკრეტული გზავნილები გამეცნო ფართო საზოგადოებისთვის:
- კატეგორიულად და პრინციპულად აცხადებს უარს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით გათავისუფლებაზე (არ ითხოვს მოწყალებას);
- უარს აცხადებს, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე ,,დაზარალებულებთან’’ და თვლის, რომ მათ აქამდე ჰქონდათ შანსი გამოესწორებინათ საკუთარი გაუმართლებელი საქციელი, თუმცა ეს არ გააკეთეს;
- თვლის, რომ მას პროვოკაცია მოუწყო დასაქნცირებულმა ტელეკომპანია ,,იმედმა’’ და რუსულმა აგენტურამ საქართველოში;
- აგრძელებს შიმშილობას, რათა ამ გზით ამხილოს რუსული გავლენა (აგენტურა) სახელმწიფო ინსტიტუციებში;
- თვლის, რომ არ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის მინიმალური საფუძველიც კი,” – წერს უფლებადამცველი.
ცნობისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა.
საერთაშიროსო alia.ge