WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

13

თამაზ ელიზბარაშვილის ცოლი გამოკითხვაზე დაიბარეს – როგორც ანი სუჯაშვილი “პირველებს” ეუბნება, ის საგამოძიებო უწყებაში ხვალ არის დაბარებული.

სუჯაშვილი 30 აგვისტოს რესტორან “სხვა”-ში იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად. როგორც ქალი “პირველებთან” აცხადებს, შეესწრო სცენას, სადაც რამდენიმე ადამიანს თამაზ ელიზბარაშვილი კუთხეში ჰყავდათ მიმწყვდეული.

“ჩემი გამოკითხვა მოხდება, ხვალ ვარ დაბარებული. მივდივარ რა თქმა უნდა. 

რესტორნაში იდგა კუთხეში და არ უშვებდნენ იქიდან. რამდენიმე ადამიანი იდგა წინ და მე რომ  ჩავედი, თამაზიმ მითხრა, რამდნიმრ წუთი დამელოდეო, მე რაღაც პერიდი ისევ ვაკვირდებოდი და მერე ავედი და დაცვას დავუძახე. ჩემთან არანაირი საუბარი არ ჰქონიათ იმ ვითომ დაზარალებულებს”, – ამბობს ანი სუჯაშვილი.