WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ცხოველთა უფლებადამცველს, თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიებას ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ადვოკატი მოითხოვდა, რომ ელიზბარაშვილი 20 000-ლარიანი გირაოთი გაეთავისუფლებინათ. მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

  • თამაზ ელიზბარაშვილი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული;
  • მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუქარა და იარაღის უკანონო ტარება. ელიზბარაშვილს ბრალი მხოლოდ მუქარის მუხლით წაუყენეს, რისთვისაც 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული;
  • თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩატარების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა - მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას: პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას;
  • რამდენიმე საათით ადრე ის და მისი ოჯახი პოლიციამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილში ყოფნის დროს შეაყოვნა - მაშინ გაირკვა, რომ
  • გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, დაწყებულია 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“ პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებთან მომხდარი ინციდენტის გამო;
  • 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა ფეისბუკგვერდზე დაწერა: „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“;
  • მას შემდეგ, რაც ელიზბარაშვილი პოლიციამ შეაჩერა, მისი ცოლი ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩაერთო და მოყვა, რა უძღოდა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას;
  • მისი სიტყვებით, 30 აგვისტოს რესტორანში ყოფნის დროს, როცა თამაზ ელიზბარაშვილი ხელის დასაბანად გავიდა, „8 კაცი დახვდა“ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ რუსების გინების გამო. ამ კომუნიკაციაში გაირკვა, რომ ისინი სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები იყვნენ;
  • ელიზბარაშვილის სიტყვებით, „იმედის“ და იმ მოძალადეების დაკვეთით პოლიცია ჩემს ოჯახზე ახორციელებს ტერორს... პოსტი რომ დავწერე, პოლიციამ ხომ წაიკითხა?! - რეაგირება არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, ამ მოძალადეებიდან რვავე მივიდა პოლიციაში, დაწერა განცხადება და ეგრევე გამოვარდა პოლიცია“.