თამუნა ამონაშვილი: „დავიღალე კითხვით: „ქმარს გაშორდი?“

1 hour ago 1

 „ქმარს გაშორდი?“„სარკე“

მომღერალი თამუნა ამონაშვილი ტყუპების დედა გახდა. მას და რეზი არჩვაძეს იოანა და მელანია შეეძინათ.

თამუნა „სარკეს“ უყვებოდა, რომ მისი და რეზო არჩვაძის სიყვარულმა დროს გაუძლო.

– როცა თქვენ და რეზიმ იქორწინეთ, რატომღაც ამბობდნენ, ეს წყვილი დიდხანს ვერ გაძლებსო. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობაზე, ცოლქმრულ ცხოვრებაზე?

– ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე იქ ფაქტობრივად არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს… შემოქმედებითად თუ რამეს ვაკეთებ, ეს რეზიკოს დიდი დამსახურებაა. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა: რომ არა ის, იქ ვერაფერს ვიზამდი!

– „პროგნოზებს” თქვენს გაშორებაზე დღემდე აკეთებენ?

– რა ვიცი, ყოველ ჩამოსვლაზე სადმე თუ მიმიწვევდნენ, ინტერვიუ იწყებოდა კითხვით: „გავიგეთ, ერთმანეთს გაშორდით…” და ეს დღემდე ასეა. ისე დავიღალე ამ კითხვებით, ყურადღებას აღარ ვაქცევ და სხვა თემაზე გადამაქვს აქცენტი. თუ გავშორდებით, ხომ ვიტყვი, რომ გავშორდით. ეს ჭორები ისეთი გამაღიზიანებელია, ვერ გადმოგცემთ!

– როგორი დიასახლისი ხართ?

– ალბათ ნორმალური. ჰოროსკოპით კიბორჩხალა ვარ და კიბოსთვის ოჯახი პრიორიტეტულია. ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, ფილმების ყურება, მეგობრებს სულ ჩემთან ვეპატიჟები. გადასარევი საჭმელების გაკეთება ვიცი. ძალიან მიყვარს სისუფთავე, ყველაფერი უნდა წკრიალებდეს. არ შემიძლია, სახლის საქმეებში ვინმე რომ ერევა, ყველაფერი მე უნდა გავაკეთო.

– კარიერისთვის შემართული ქალი არ ხართ, რომელიც საქმის გამო პირადს დათმობს?

– ადრე მეგონა, ვიყავი. ვამბობდი, ისეთ კაცს არ გავყვები ცოლად, ვინც სიმღერას დამიშლის-მეთქი. ამის გამო ადრე არ გავთხოვდი, ახლა ამას ვნანობ, უნდა გავთხოვილიყავი და შვილიც მეყოლებოდა. სამწუხაროდ, შვილი არ მყავს. ოჯახი მაინც სხვა გაგებაა, შვილი უნდა იყოს.

– ახლა რა ეტაპებს გადის თქვენი ოჯახი?

– პატივისცემა და სიყვარული ჩვენს ოჯახში თავის ადგილზეა. როგორც ყველა ოჯახი, ჩვენიც გადის ეტაპებს, არის კარგი ამბებიც, პრობლემებიც.

სიყვარულის გარეშე არაფერი არსებობს. შეიძლება ძალიან გიყვარდეს, მაგრამ გაშორდე, ასეთი რამეც ხდება. ანდა არ გიყვარდეს და მაინც მასთან იყო. ეს არის უფლის ნება, რომელსაც ვგრძნობთ, მაგრამ ვერ ვხსნით. ზოგჯერ ამოტივტივდება ლამაზი სიურპრიზები, მერე ისევ ჩაწყნარდება. წლების მერე ყველაფერი ბალანსდება.

სრულად წაკითხვა