1
ბაქსვუდის სკოლა 2 დღით სასწავლო პროცესს აჩერებს.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლის თანამშრომელთა ძირითადი ნაწილის სურვილია, სამოქალაქო აქტივიზმში მიიღოს მონაწილეობა. სწავლის დროებითი შეჩერება სწორად ამას უკავშირდება.
“გვინდა გაცნობოთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სკოლის თანამშრომელთა ძირითადი ნაწილის სურვილია, მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო აქტივიზმში. აქედან გამომდინარე, სკოლაში ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვა არ იქნება შესაძლებელი. სასწავლო პროცესი შეჩერდება ორი დღით და განახლდება ოთხშაბათს, 4 დეკემბერს.
ჩვენ, პატივს ვცემთ ჩვენი თანამშრომლების გადაწყვეტილებას და მათ გამოხატვის თავისუფლებას. ბაქსვუდი ევროპულ ღირებულებებზე დგას სადაც, ძალადობას არ აქვს ადგილი. საქართველოს ადგილი ევროპაშია!”, – წერია განცხადებაში.