თანამშრომლებს გამოუცხადეს ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო – ზურაბ ბატიაშვილი კულუარულ ინფორმაციებს აქვეყნებს

2 weeks ago 3

4

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს:

სასწრაფო ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან:
– ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა გია ზურაბაშვილმა საკუთარ თანამშრომლებს გამოუცხადა: ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო…
მიდით ხალხო იქ. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ადგილი საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს!
გაავრცელეთ ეს ინფორმაცია და მხარი დაუჭირეთ პატრიოტ დიპლომატებს!..

მოგვიანებით, ბატიაშვილი  ახალ ინფორმაციასაც ავრცელებს:

ბოლო ინსაიდერული ინფორმაცია კობახიძის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლასთან დაკავშირებით:

– იგი იმდენად შეშინებული იყო და იმდენად არ სურდა განსხვავებული აზრის მოსმენა, რომ ბოლოს შეხვედრა დაიყვანეს დეპარტამენტების დირექტორების დონეზე;

– შეხვედრაზე თქვა ის, რასაც საჯაროდ ისედაც ამბობს, რადგან დეზინფორმაციის და თავისი რეალობის გარდა სხვა არც არაფერი აქვთ თავიათ მესიჯ-ბოქსში.

პროევროპულ განცხადებაზე ხელმომწერების სამსახურიდან გაყრა რომ უნდათ, მაგაზე წინა პოსტში დავწერე.

მოკლედ, რეჟიმი შეშინებულია და ჩაკეტილია საკუთარ ნაჭუჭში. ამიტომ ნურაფრის შეგეშინდებათ!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!”

სრულად წაკითხვა