უკვე დიდი ხანია, რაც "რომა" გიორგი მიქაუტაძის შეძენით ინტერესდება.
როგორც მედიაში იწერება, იტალიელებმა პირველი ნაბიჯი გადაგდეს.
"რომამ" "ლიონს" მიქაუტაძის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა.
ფრანგებს ამაზე უარის თქმა გაუჭირდებათ, რადგან ისინი ფინანსურ კრიზისში არიან, რომელიც სეზონის დასრულებამდე უნდა მოაგვარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაქვეითდებიან.
მაგრამ საყურადღებოა, რომ არც ფეხბურთელს და არც "ლიონს" არ სურს, რომ მათი გზები გაიყოს.