“თაობა კონფლიქტს მიღმა” – დოკუმენტური ფილმი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ ახალგაზრდებისა და ექსპერტების ხედვაზე (ვიდეო)

1 week ago 3

ახალგაზრდული საინიციატივო ქსელის მე-16 ელემენტის” და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “თაობა კონფლიქტს მიღმა”.

ფილმი აღწერს ახალი თაობის დამოკიდებულებას კონფლიქტის, მისი ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის მიმართ.

ფილმისთვის, შემთხვევითობის პრინციპით, ჩატარდა ვიდეო გამოკითხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, გორში, ზუგდიდსა და მარნეულში, იმის შესახებ, თუ რას ჰკითხავდნენ კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს.

ფილმში, ექსპერტები საუბრობენ, რომ აუცილებელია სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებით მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს, რაც გააძლიერებს ალტერნატიული ხედვების შემუშავებას მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ისინი აფასებენ იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ახალგაზრდებისა და კონფლიქტების ურთიერთდამოკიდებულებას.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მნიშვნელოვანია გაუცხოების კონტექსტზე მუშაობა, განსხვავებული მიდგომებისა და ინსტრუმენტების შემუშავება. ამასთანავე, საგულისხმოა ტრანსფორმირდეს ნარატივები აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში, სადაც ნდობის აღდგენა და “მტრის” ხატის დეკონსტრუქცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები გახდება.

სრულად წაკითხვა