თბილისთან ახლოს ხანძარია

1 hour ago 2

14

სოფელ ნასაგურში ხანძარია. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, უცნობია.

სრულად წაკითხვა