უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლთან სამანქანე გზა თითქმის გადაკეტილია - ვრცელდება ინფორმაცია აქციაში მონაწილე ერთი ადამიანის, დიმა ბიძინაშვილის დაკავების შესახებ.
აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სავარაუდოდ პოლიციასთან ჭყლეტვის დროს დაშავდა ტვ პირველის ოპერატორი ნიკა კოკაია. ის 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში გზის პირას ელოდა სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლას, როგორც ნეტგაზეთის ჟურნალისტი იტყობინებოდა შემთხვევის ადგილას, მას გონება ჰქონდა დაკარგული როცა სასწრაფო დახმარების მანქანა მის გადასაყვანად მივიდა.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.