თბილისის ზღვის დასახლებაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი ხანძარია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს, რომ ცეცხლი სასაფლაოს ტერიტორიას უკიდია.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებულ ზონასთან ახლოსაა და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ელოდებიან. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობს.
დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

4 weeks ago
51







English (US) ·
Georgian (GE) ·