თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას ალექსანდრე კუტიბაშვილი უხელმძღვანელებს

2 weeks ago 10

თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას ალექსანდრე კუტიბაშვილი უხელმძღვანელებს.

მისი კანდიდატურა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე წარადგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„იგი პროფესიით ეკომონისტია. 2022-2024 წლებში იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობას. მანამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორად, წლების განმავლობაში კი ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ასევე, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ალექსანდრეს მინდა, ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმ გამოწვევების, პრობლემებისა და ყველა სხვა ბარიერის გადალახვას, რომლებიც დღეს დედაქალაქში არსებობს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

სრულად წაკითხვა