თბილისის ოთხი საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია მე-17, 38-ე, 28-ე და პირველი საჯარო ბაღების დირექტორებზე.
ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მონიტორინგის შედეგად აღნიშნულ ბაღებში “მძიმე დარღვევები” გამოვლინდა, რაზეც პასუხისმგებლობა დირექტორებს ეკისრებათ.
ვინაიდან მონიტორინგის დასკვნა საჯარო არაა, უცნობია, კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი.