თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2 weeks ago 8

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.

დაცვის მხარემ მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ივანიშვილის შსს-მ პროცესზე მტკიცებულებად “რუსთავი- 2”- ის კადრები წარადგინა, სწორედ ამიტომ მოითხოვა დაცვის მხარემ დრო, სხვა მტკიცებულებების წარსადგენად.

სრულად წაკითხვა