ბიზნესმენი ფადი ასლი:
,,თბილისის ქუჩებში მებრძოლი საოცარი ქართველი ქალების შთაგონებით.
,,ქალი“, არის სიტყვა, რომელიც ასოცირდება სისუსტესთან, სინაზესთან, დედობასთან, მზრუნველობასთან, სილამაზესთან, ქალურობასთან და სათნოებასთან.
წლების განმავლობაში მე აღმოვაჩინე, რომ მამაკაცის მიერ ქალის აღქმის ამ ზედსართავებს კიდევ მეტი უნდა დაემატოს, როგორიცაა ძალა, სიმამაცე, გამბედაობა, პასუხისმგებლობა, გონიერება, საიმედობა, უნარიანობა, სანდოობა…
მე ქალებს ყველგან ვაკვირდებოდი – პოლიტიკაში, ორგანიზაციებში, ბიზნესში, სახლში. ისინი ყოველთვის საიმედოები, მამაცები, უშიშარნი, კეთილსინდისიერები და პროფესიონალურები არიან.
ვუყურებდი ქალებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ, რათა ოჯახისთვის მიეხედათ და სიმწარით ნაშოვნ ფულს არაფრის მაქნის ქმრებს ახარჯავდნენ.
მინახავს დიპლომატი ქალები, ძლიერები, გამჭრიახები და ბრწყინვალეები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის წინსვლას ემსახურებოდნენ.
მინახავს ქალები რევოლუციებში, ფრონტის წინა ხაზზე, უშიშრები, სამართალდამცავებს რომ უპირისპირდებოდნენ, ბანდიტებს, გაბედულად, მოუდრეკელად, ამაზონებს რომ გვაგონებს.
ავად როცა ვართ, ან დათრგუნული, შეშინებული ან დაკარგული, პატარა ბიჭი იყოს თუ მოზრდილი მამაკაცი, სწორად ქალების მკლავებში ვეძებთ თავშესაფარს.
ქალებს მამაკაცის ყველა თვისება გააჩნიათ, რომელთაც ემატება სხვა ქალური თვისებები და ამით ისინი ჩვენზე, მამაკაცებზე ბევრად უფრო დიადები და დახვეწილები არიან.
ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ყველა ქალს, რომელიც აშენებს სახლებს, ოჯახებს და ქვეყნებს, ზოგჯერ ჩრდილში მდგარებს, მაგრამ გარშემო მუდამ სინათლეს რომ აფრქვევენ.
ფადი ასლი
2024 წლის 3 დეკემბერი”