თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. მსვლელობებს, თბილისში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ლოკაციიდან გამართავენ.
10:00 საათზე ასევე დაგეგმილია ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან თბილისის მიმართულებით მანქანების კოლონით გადაადგილებაც.
ასევე, დღის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენელთა მარშებიც იგეგმება.
აქციათა განრიგი ასეთია:
10:00 ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან თბილისისკენ მანქანების კოლონა დაიძვრება.
14:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე მარში გაიმართება.
14:00 საათზე, თსუ-თან სოციალური მუშაკები შეიკრიბებიან.
15:00 საათზე, ვასო აბაშიძის თეატრიდან, მასწავლებლების მარში გაიმართება, ასევე 15:00 საათზე, გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტამდე, „ქუთაისელების მარში“ გაიმართება.
15:00 საათზე იგეგმება „პოტერჰედების მარში“, რომლებიც დ.აღმაშენებლის გამზირზე, სულაკაურის გამომცემლობასთან შეიკრიბებიან.
16:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე „სვანების მარში“ გაიმართება.
16:00 საათზე, „დინამოს“ სტადიონთან იოგების მარში გაიმართება.
17:00 საათზე, ევროპის მოედნიდან „აჭარლების მარში“ გაიმართება.
17:00 საათზე, ვაკის პარკიდან პარლამენტამდე მოდის სფეროს მარში გაიმართება.
ასევე 17:00 საათზეა დაგეგმილი გაფიცულ სტუდენტებისა და ლექტორების მარში, რომლებიც ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.
18:00 საათზე, ვაკის პარკიდან პარლამენტამდე „რაჭველების მარში“ გაიმართება.
18:00 საათზე, ფილარმონიიდან ტატუ არტისტების და ტატუმოყვარულთა მარში გაიმართება.
18:00 საათზე, ბუკიას ბაღიდან პარლამენტამდე „არაგველების მარში“ გაიმართება.
18:00 საათზე, მზიურის პარკიდან პარლამენტამდე „ქართლელების მარში“ გაიმართება.
18:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან „იმერლების მარში“ გაიმართება.
19:00 საათზე, თსუ-დან „მეგრელების მარში“ გაიმართება.
19:00 საათზე, მიხეილ ზანდუკელის 16-ში, ISET -ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მარში გაიმართება.
ასევე 19:00 საათზე რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით, გეიმერების მარშიც გაიმართება
19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან, „მესხების მარში“ გაიმართება.
20:00 საათზე, ფილარმონიიდან „მოცეკვავეების მარში“ გაიმართება.
საბოლოოდ, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ მოქალაქეები კვლავ გამართავენ საპროტესტო აქციას, რომლებიც უკვე 24-ე დღეა „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.